პუშკინის ქუჩაზე აღმოჩენილი უძველესი გალავანიაღმოჩენილი გალავანი 110 მეტრის სიგრძისაა. ტერიტორიაზე 5 სხვადასხვა ზომის, ქვიშა-ქვასაგანით აშენებული კოშკია (გოდოლი) განთავსებული. ორ დიდ კოშკს (გოდოლს) შორის თბილისის ციხე-ქალაქის ერთ-ერთი კარიბჭე - „დიღმის კარის“ არსებობა დასტურდება. კოშკის შიდა და გარეთა ნაწილებში აღმოჩენილია შუა საუკუნეების (XI-XIII სს) დროინდელი მოჭიქული და ჩვეულებრივი კერამიკა, მინის სამჭერები, მონეტები და სხვა მნიშვნელოვანი ნივთები.
|
Forecast Tbilisi
|